27 აგვ 2026
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მეშვიდე ნაკადის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის წევრები – მაია ბითაძე და ლაშა ტალახაძე, ასევე ხელოვანები – ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე შეხვდნენ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. წელს ანაკლიის ახალგაზრდული ბანაკი 13 სექტემბრის ჩათვლით, 11 ნაკადად განხორციელდება და ჯამში 2 ათას 640 ახალგაზრდას უმასპინძლებს. მათ შორის 720 სკოლის მოსწავლე და 1 920 სტუდენტია.
ახალგაზრდული ბანაკის პროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით ხორციელდება.