27 აგვ 2026
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით 1 პირი დააკავეს კახეთში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოდან ნივთმტკიცებად ამოიღეს 50 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება მცენარე „კანაფი“.
პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დამზადებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ასევე დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს თბილისში. ბრალდებულის ჩხრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.