27 აგვ 2026
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აქტივისტებს მიმართავს.
დეპუტატი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისთანავე აღნიშნულმა ჯგუფებმა ფაშისტური მიდრეკილებები, უვიცობა, სიყალბე და ფარისევლობა გამოავლინეს. დეპუტატს მიაჩნია, რომ მათ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ბოდიში აქვთ მოსახდელი.