27 აგვ 2026
თბილისში, დევნილი ოჯახების ბინების განაწილების კენჭისყრის პროცედურა გაიმართა. კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები თვალჭრელიძის ქუჩაზე მდებარე კორპუსში. უწყების ინფრომაციით, საცხოვრებლის ფართობი ოჯახის წევრთა რაოდენობის შესაბამისად განისაზღვრა. საცხოვრებელი ბინის მფლობელი ჯამში 2 ათას 426 დევნილი ოჯახი გახდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი 11 კორპუსს აერთიანებს, საიდანაც 4 კორპუსში სრულად გარემონტებული ბინები დევნილ ოჯახებს გასულ წელს უკვე გადაეცათ, ხოლო ამ ეტაპზე საცხოვრებელი ფართები 7 კორპუსში ნაწილდება.