27 აგვ 2026
1000 კუბური მეტრი მოცულობის უკანონოდ მოპოვებული ქვიშა-ხრეში და გარემოსთვის მიყენებული დაახლოებით 16 ათასი ლარის ოდენობის ზიანი. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში სამართალდარღვევა გამოავლინეს.
სოფელ ფანშეთის მიმდებარედ მდინარე თერგის კალაპოტიდან სამართალდამრღვევმა დიდი ოდენობით წიაღისეული უკანონოდ, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მოიპოვა. უწყების ინფორმაციით, რადგანაც ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.