„საქართველოს მელიორაციის“  ინსპექტირების სამსახურის განახლებული შესაძლებლობებისა და ტექნიკური აღჭურვილობის პრეზენტაცია

27 აგვ 2026

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასზე სამი მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა. „დინამო ბათუმმა“ სტუმრად „ტორპედო“ დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. ბათუმელები უერდი მარას პენალტით დაწინაურდნენ, რასაც პირველივე ტაიმში კომნენ ანდრიჩმა და დიეგო დეისაძემ უპასუხეს და ქუთაისელები წინ გავიდნენ. 77-ე წუთზე ულად-ომარ იმრანმა გაათანაბრა და თამაში დამატებით დროში გადავიდა, სადაც „დინამომ“ ორჯერ გაიტანა და 4:2 გაიმარჯვა.

გორის „დილამაც“ დამატებით დროში დაამარცხა „სამგურალი“ – 2:1.

„გაგრამ“ „არაგვს“ პენალტებში აჯობა. მატჩი 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი „გაგრამ“ 4:3 მოიგო.

მეოთხე ნახევარფინალისტი მოგვიანებით გაირკვევა. „რუსთავი“ ელოდება მეოთხედფინალში მეტოქეს, რომელიც 2 სექტემბერს, „სამტრედია“ – „იბერიას“ დაპირისპირებაში გაირკვევა.