ლოზანას გრანდ-სლემი ძიუდოში

27 აგვ 2026

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლოზანას გრანდ-სლემზე 13 ძიუდოისტით წარდგება. აღნიშნული ტურნირი ისტორიაში პირველად გაიმართება და მასში მონაწილეობას 73 ქვეყნის 530 ძიუდოისტი მიიღებს. ტურნირი 28-30 აგვისტოს გაიმართება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება: ვაჟთა ნაკრები - თორნიკე გიგაური -66 კგ, ვაჟა მარგველაშვილი -66 კგ, მიხეილ ბახბახაშვილი -73 კგ, გიორგი ლოლაძე - 73 კგ, ზაურ დვალიშვილი -81 კგ, ლუკა ჯავახიშვილი - 90 კგ, აკაკი ჯაფარიძე -90 კგ, ილია სულამანიძე -100 კგ, გურამ თუშიშვილი +100 კგ.

გოგონათა ნაკრები - ეთერ ლიპარტელიანი -57 კგ, ნინო ლოლაძე -57 კგ, ნინო გულბანი -70 კგ, სოფიო სომხიშვილი +78 კგ.

აქვე გეტყვით, რომ ლაშა გუჯეჯიანის წასვლის შემდეგ საქართველოს ნაკრები მთავარი მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი.