ეკატერინე გორგოძე და მარიამ ბოლქვაძე US OPEN-ის კვალიფიკაციის ფინალში არიან

27 აგვ 2026

ეკატერინე გორგოძე ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალშია და ძირითად ბადემდე ერთი მოგება აშორებს.

კვალიფიკაციის მეორე წრეში გორგოძემ ბერძენი დესპინა პაპამიხაილი 7:6, 7:6 დაამარცხა. გორგოძე დღეს, 27 აგვისტოს, კვალიფიკაციის ფინალში ჩეხ გაბრიელა კნუტსონს შეხვდება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაციის ფინალში მარიამ ბოლქვაძეცაა და ისიც დღეს ითამაშებს. ბოლქვაძე ნიდერლანდელ ანუკ კუერმანსს შეხვდება.