„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მცხეთაში გამართავს

26 აგვ 2026

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნით ღონისძიებას მცხეთაში გამართავს. მცხეთა-მთიანეთის წარმომადგენლობა პარტიის რიგით მე-10 ოფისი იქნება.  

ღონისძიებას დაესწრებიან მცხეთა-მთიანეთის მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლები. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ინფორმაციით, საქართველოს რეგიონულ ცენტრებში წარმომადგენლობების გახსნის კამპანიის დასკვნითი ღონისძიებისთვის სიმბოლურად შეირჩა ქვეყნის უძველესი, პირველი ისტორიული დედაქალაქი მცხეთა.

პარტიის რეგიონული მდივანი, ლევან ნიკოლეიშვილი შეკრებილ საზოგადოებას წარუდგენს ომის ვეტერან, პოლკოვნიკ კობა ოთანაძეს, რომელიც მცხეთა-მთიანეთის ოფისს უხელმძღვანელებს.