26 აგვ 2026
95-მდე გაიზარდა ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. მაშველები მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.
ნეპალის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, რომელსაც ტურისტული კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, დაკარგულია 400-ზე მეტი ტურისტი, რომელთა შორის ასეულობით ინდოელი და სამი აშშ-ის მოქალაქეა.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საზღვრისპირა დასახლებები, განადგურდა სოფლები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე ვერტმფრენები მუშაობენ. სტიქიამ დააზარალა ტიბეტიც, არიან გარდაცვლილები.