26 აგვ 2026
გამანადგურებელი სტიქია ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან. სასაზღვრო ზონაში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად ბოლო მონაცემებით დაღუპულთა რიცხვი 31-ს აჭარბებს. მედიაში გავრცელებული ცნობით, ამ დროისთვის 400-ზე მეტი ტურისტი დაკარგულად ითვლება.
სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე ვერტმფრენები მუშაობენ. სტიქიამ დააზარალა ტიბეტიც, არიან გარდაცვლილები. ამ დროისთვის უცნობია რამ გამოიწვია წყალდიდობა, რომელსაც მეწყერი მოჰყვა, თუმცა ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, დილას მიიღეს ინფორმაცია, რომ ნეპალისა და ტიბეტის საზღვართან ზვავი ჩამოწვა.
წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საზღვრისპირა დასახლებები.