26 აგვ 2026
წარმატებით იასპარეზეს ქართველმა კარატისტებმა თურქეთის ღია ჩემპიონატზე სპორტულ კარატეში. ტურნირში 26 ქვეყნის ათასზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა. ასპარეზობა ვაჟთა და გოგონათა შორის ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა.
საქართველოს ნაკრებმა კუმიტეში 4 ოქროს, 5 ვერცხლისა და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და გუნდურ ჩათვლაში მესამე ადგილზე გავიდა. ეროვნული ნაკრების ღირსებას იცავდნენ აჭარის სპორტული კარატეს ფედერაციის ნაკრების წევრებიც, რომლებმაც ტურნირზე ორი ოქროს, 2 ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
TURKISH OPEN-ის ჩემპიონები გახდნენ ანდრია არჯევნიშვილი და გიგი ბაკურიძე, ვიცე-ჩემპიონობა მოიპოვეს ანდრია ონიანმა და თამარ ცინცაბაძემ, დემეტრე ცინცაძე კი ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. აჭარის ნაკრები უკვე დაბრუნდა ბათუმში და მომავალი ტურნირებისთვის ემზადება.