გამოფენა ბათუმის რელიგიის მუზეუმში

26 აგვ 2026

„ტრადიციული ქსოვილები და ორნამენტები საეკლესიო ხელოვნებაში“ - ბათუმის რელიგიის მუზეუმი გამოფენას მასპინძლობს. წარმოდგენილია ხარიტონ ახვლედიანის მუზეუმის ფონდებში დაცული საეკლესიო შესამოსლები, საკულტო ნივთები და ნაქარგები.

მათ განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული ღირებულებები აქვთ და ათწლეულების მანძილზე ინახება ფონდში. გამოფენა მარიამობის დღესასწაულს უკავშირდება, დამთვალიერებელს საშუალება აქვს ექსპონატებს დღეს და ხვალ გაეცნოს.