26 აგვ 2026
საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულმა ელჩმა, ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასლების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ურთიერთობების მნიშვნელობას და დაადასტურეს მათი გაღრმავების მზაობა.
ზურაბ დარჩიაშვილმა ელჩს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში.