26 აგვ 2026
მომავალ კვირას, პირველ სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება.
სესიაზე მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტი იქნება ინიცირებული. ცვლილებები რეგიონული განვითარების სამინისტროს გაუქმებასა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტის შექმნას ითვალისწინებს, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.