უკრაინამ პეტრიოტის თავდაცვითი სისტემებისთვის რაკეტები მიიღო

25 აგვ 2026

უკრაინამ პეტრიოტის თავდაცვითი სისტემებისთვის რაკეტები მიიღო. ვოლოდიმირ ზელენსკი არ აკონკრეტებს თუ რა რაოდენობაზეა საუბარი და არც იმ ქვეყნებს ასახელებს, რომლებმაც უკრაინას რაკეტები გაუგზავნა, თუმცა პრეზიდენტი  აღნიშნავს რომ ქვეყანას უფრო მეტი სჭირდება.
ზელენსკიმ ასევე დაამატა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობასი უკრაინამ სხვა სახის დახმარების პაკეტებიც მიიღო.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებდა, რომ ზამთრისთვის სულ მცირე 360 რაკეტა იყო საჭირო.

გაეროს 50-ზე მეტმა წევრმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოქვეყნა, რომლითაც რუსეთს მოუწოდა, დასთანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას.
განცხადებას, ბოლო პერიოდის პრაქტიკის მიხედვით, არ შეუერთდა ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა  რუსეთსა და უკრაინას მოლაპარაკებების დაწყების აუცილებლობისკენ მოუწოდა, რადგან დრონებით ომი სულ უფრო მეტ მსხვერპლს იწვევს მშვიდობიან მოსახლეობაში და ფრონტის

გაეროს სხდომაზე თავის გამოსვლაში რუსეთის ელჩმა სამშვიდობო მოლაპარაკებებისკენ მოწოდებები უარყო. ვასილი ნებენზიას განცხადებით, უკრაინასთან კონფლიქტზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური დიალოგი შეუძლებელი იქნება ვიდრე რუსეთს მუქარის ენით ესაუბრებიან ადგილზე არსებული რეალობის უგულებელყოფის ფონზე.

უკრაინა პარტნიორებს კვლავ დახმარებისკენ მოუწოდებს. როგორც გაეროში უკრაინის ელჩმა ანდრეი მელნიკმა აღნიშნა, ეს არა მხოლოდ უკრაინელების გადარჩენას შეუწყობს, ხელს, არამედ მომავალში სარაკეტო თავდასხმების შეკავებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პრევენციული ნაბიჯიც იქნება.