25 აგვ 2026
“ჩვენთვის და ჩვენი გუნდისთვის არის ძალიან მძიმე ის, რომ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ყოფილი მაღალჩინოსანი მსგავსი ტიპის საქმეში ფიგურირებს - ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ პარლამენტარმა თორნიკე ფაღავამ გააკეთა.
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ყველას უნდა ახსოვდეს ის, რომ ვერანაირი პოლიტიკური თანამდებობა ვერ გახდება იმის მიზეზი, ვინმემ აირიდოს პასუხისმგებლობა.
მისივე თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია მათ შორის-ღარიბაშვილიც. თორნიკე ფაღავა განმარტავს, რომ ახალმა ბრალმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო ის, რომ მან სავარაუდოდ იცოდა ბრალის შესაძლო დამძიმებასთან დაკავშირებით და მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ეგრეთ წოდებულ პრევენციულ დარტყმას - თითქოს ის არის პოლიტიკური დევნილი.
“ქართული ოცნების” წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამს იმაზე, რომ ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მსგავსი ტიპის კორუფციულ საქმეში ფიგურირებს და ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და გუნდის ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი მსგავსი ტიპის პრევენციულ დარტყმას აყენებს გუნდს და მსგავსი ტიპის პოლიტიკურ მანიპულაციაში ფიგურირებს.