25 აგვ 2026
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, მთავრობის წევრებთან ერთად, სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანამშრომლებს და ბიზნეს-ასოციაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე რეგიონის ეკონომიკური განვითარების, ბიზნესის მხარდაჭერის, ახალი ინვესტიციების მოზიდვისა და საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო საქმიანი ტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო ბიზნესფორუმებისა და B2B შეხვედრების ორგანიზებას, მაღალმთიან აჭარაში საოჯახო სასტუმროების მხარდაჭერას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ადგილობრივი პროდუქციის საექსპორტო შესაძლებლობების გაზრდას.
ზურაბ პატარაძემ სავაჭრო-სამრეწველო პალატის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პალატას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ბიზნესსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებასა და ადგილობრივი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნის პროცესში.