სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სიმინდის ყანებში იმ ფართობების მონიტორინგს ახორცეიელბენ, სადაც ფაროსანის საწინააღმდეგო სამუშაოები გატარდა

25 აგვ 2026

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები სიმინდის ყანებში იმ ფართობების მონიტორინგს ახორცეიელბენ, სადაც ფაროსანის საწინააღმდეგო სამუშაოები გატარდა.

უწყების ინფრომაციით, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, სიმინდის ნათესებში მავნებლის  დაზიანება არ აღინიშნება. წელს, ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მავნებლის გავრცელების კერებში, სპეციალური ტექნიკით  34 500 ჰექტარამდე ფართობი დამუშავდა.

მავნებლის იდენტიფიცირების და დროულად რეაგირებისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებულია მონიტორინგის სისტემები და სპეციალური „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურები.