25 აგვ 2026
რევაზ ლაღიძის გოგონათა გუნდმა მსოფლიო საგუნდო კონკურსზე საქართველოს საერთაშორისო წარმატება მოუტანა. 2026 წლის World Choir Games-ზე, შვედეთში საქართველოს სახელით ლაღიძის გუნდმა ჟიურის უმაღლესი შეფასება 93.5 ქულა მიიღო და ოქროს მედლით დაჯილდოვდა.
გუნდი ორ საკონკურსო კატეგორიაში წარსდგა და ორივე კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. ახალი შედეგის გათვალისწინებით ლაღიძის გუნდი INTERKULTUR-ის საერთაშორისო რეიტინგში საქართველოს გუნდებს შორის პირველ პოზიციაზე გადავა, რაც ქართული საგუნდო ხელოვნებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება იქნება. World Choir Games მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟული საგუნდო ღონისძიებაა.
წელს მასში 41 ქვეყნის 160 გუნდი მონაწილეობდა, საქართველომ მასში მონაწილეობა პირველად მიიღო. კონკურსის პარალელურად გუნდმა ჩინეთის გუნდებთან რამდენიმე მეგობრულ კონცერტში მიიღო მონაწილეობა, რაც გუნდებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობაა.
გოგონათა გუნდმა საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მიიღო.