25 აგვ 2026
ქართველი ახალგაზრდა მომღერლები მაკედონიაში გამართული საერთაშორისო ვოკალური კონკურსიდან „Musicland“ მნიშვნელოვანი წარმატებით დაბრუნდნენ. კონკურსში ევროპის 22 ქვეყნის 81 მონაწილე მონაწილეობდა.
საქართველოს წარმომადგენლებმა კონკურსზე ორი გრან-პრი, პირველი ადგილი და ლაურეატის წოდებები მოიპოვეს.
ანასტასია თხელიძემ პირველი ადგილი დაიკავა. ხატია აბაშიძემ 16-19 წლის ასაკობრივ კატეგორიაში გრან-პრი მოიპოვა, ირინა გეგიძემ კი უფროსთა კატეგორიაში გრან-პრის მფლობელი გახდა.
ანანო ხონელიასა და ლიზა ჯაფარიძეს ლაურეატის წოდებები გადაეცათ.
საქართველოს დელეგაციას კომპოზიტორი და მუსიკოსი, საერთაშორისო ჟიურის წევრი გიული კუბლაშვილი ხელმძღვანელობდა.