25 აგვ 2026
დღეს ანგისის სასროლეთზე დაიწო წარსულში ცნობილი მშვილდოსანის, ოთხი ოლიმპიადის მონაწილის, ევროპის თამაშების პრიზიორის, არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულისა და პრიზიორის ხათუნა ნარიმანიძის სახელობის ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი მშვილდოსნობაში.
შეჯიბრება ყველა ასაკობრივ კატეგორიაში ქალთა და კაცთა შორის ტარდება.
ტურნირში ქართველ მშვილდოსნებთან ერთად მონაწილეობენ სპორტსმენები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან და ყირგიზეთიდან. ასპარეზობა 18, 40, 60 და 70-მეტრიან დისტანციაზე გაიმართება. შეჯიბრება ჩატარდება ასევე კომპაუნტში 50 მეტრიან დისტანციაზე. ტურნირი 27 აგვისტოს დასრულდება.