25 აგვ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას ულოცავს.
"დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა.
ვულოცავ ყველა აბიტურიენტს, მათ ოჯახებსა და პედაგოგებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას. მიღწეული შედეგები თითოეული ახალგაზრდის შრომის, მონდომებისა და მიზანდასახულობის, ასევე ოჯახისა და მასწავლებლების მხარდაჭერის შედეგია.
მჯერა, რომ მიღებული ცოდნა, პროფესიული უნარები და ახალგაზრდული ენერგია მომავალში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და გაძლიერების საქმეში.
გისურვებთ წარმატებულ სტუდენტობას",- აღნიშნავს ცოტნე ანანიძე.