დიმიტრი პესკოვი სომხეთს მოუწოდებს, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს

24 აგვ 2026

კრემლის პრესსპიკერის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წარდგენით სომხეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში საკანონმდებლო წინააღმდეგობას წააწყდება.

დიმიტრი პესკოვის თქმით, ევროკავშირში განაცხადის წარდგენის შემდეგ, სომხეთს მოუწევს საკუთარი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ეს სტანდარტები კი რუსეთსა და ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში მიღებულ სტანდარტებს ეწინააღმდეგება. პესკოვმა აღნიშნა, რომ სწორედ აქ წააწყდებიან წინააღმდეგობებს, რომლებიც თავად სომხეთს დააზარალებს. 

კრემლის პრესსპიკერმა  სომხეთს მოუწოდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით სხვა ქვეყნების გამოცდილება გაიხსენოს.