ვითარება უკრაინაში

24 აგვ 2026

უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს რუსულმა მხარემ კვლავ მიიტანა იერიში ქვეყნის მიმართულებით. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, შეტევის ძირითადი მიმართულება იყო ოდესის ოლქი.

ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავდა სულ მცირე ხუთი ადამიანი. დაზიანებულია სახლები, სავაჭრო ცენტრები, საწყობები და ენერგოობიექტები. 

სამშენებლო მასალების კომპანია „ეპიცენტრის“ ინფორმაციით, დარტყმის შედეგად ქალაქ ოდესაში ხანძრები გაუჩნდა კომპანიის ორ ჰიპერმარკეტს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით გავრცელებული ცნობით, ოდესის პორტ „იუჟნიში“ დაარტყეს საწვავით დატვირთულ ტანკერს, ხუთ რეზერვუარს, სამხედრო დანიშნულების საქონლის ათ საწყობს და საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, ხოლო ოდესიდან 28 კილომეტრში ელექტროქვესადგურს, რომელიც პორტ „იუჟნის“ ამარაგებს.