24 აგვ 2026
რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კიევში, უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ენდი ბერნემის თქმით, ბრიტანეთი არასდროს იქნება „კარგი ამინდის მეგობარი“. პრემიერმა უკრაინის ბრძოლა ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის ბრძოლას შეადარა.
უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმაც. ანტონიუ კოშტას განცხადებით, გააგრძელებს მაქსიმალური მხარდაჭერის გაწევას იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომის განმავლობაში, მომავალ სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და აღდგენის პროცესშიც.
მისივე თქმით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან ოთხ წელზე მეტი ხნის შემდეგ, რუსეთმა თავისი მიზნების მიღწევა ვერ შეძლო.