24 აგვ 2026
ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ხვალ დასრულდება. ამ წუთებში დრამატულ თეატრში გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს. წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალის პროგრამა წელს შვიდ გამორჩეულ კონცერტს აერთიანებდა. ღამის სერენადებმა წელსაც ტრადიციულად ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები გააერთიანა.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიების მხარდაჭერით ტარდება.