ირაკლი ღარიბაშვილის ახალი ბრალდება - პოლიტიკური შეფასებები

24 აგვ 2026

კლანებს შორის შესაძლო დაპირისპირება - ასე აფასებენ ოპოზიციაში ყოფილი პრემიერ-მინისტრისთვის ახალი ბრალის წარდგენას.

„ძლიერი საქართველო - ლელოში“ ამბობენ, რომ სწორად ამ დაპირისპირების შედეგად გამოიკვეთა აღნიშნული კორუფციული ფაქტები.

ლევან სამუშიას ვარაუდობს, რომ შესაძლოა კლანური ინტერესებიდან გამომდინარე სამართალს ზეწოლისთვის იყენებდნენ.  მისივე შეფასებით, ამ არგუმენტს ის ვარაუდი ამყარებს, რომ პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი, სავარაუდოდ, ინფორმირებული იყო ახალი ბრალის შესახებ.

ის რომ ირაკლი ღარიბაშვილს შესაძლოა, სცოდნოდა მის მიმართ ახალი ბრალდების შესახებ, ამას არც ''ქართულ ოცნებაში'' გამორიცხავენ.

ლევან მაჭავარიანი ვარაუდობს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ამ საქმის პოლიტიზებას სწორედ, თავის დაზღვევის მიზნით შეეცადა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ კორუფცია, ვინც არ უნდა იყოს, არავის ეპატიება.