11-12 მარტის საქმეზე სასამართლო პროცესი 21 ივნისს განახლდება

14 ივნ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 11-12 მარტს ბათუმში განვითარებულ მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული ცხრა პირის სასამართლო პროცესი 21 ივნისს განახლდება.  მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი მიმდინარეობს, დღეს 9 მოწმე დაიკითხა.