24 აგვ 2026
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, კიევში ევროპელი ლიდერები იმყოფებიან.
კიევში უკვე ჩავიდნენ დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის მეთაურები. ისინი მონაწილეობას მიიღებენ ე.წ. მსურველთა კოალიციის შეხვედრაში, რომელიც კიევში პირველად გაიმართება.
ამასთანავე კიევში მოსალოდნელია უცხო ქვეყნების სხვა მაღალი რანგის წარმომადგენელთა ვიზიტიც. მათ შორის იქნება დიდი ბრიტანეთის ახალარჩეული პრემიერ-მინისტრიც. შეხვედრა უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის მიღების 35-ე წლისთავთან დაკავშირებით იმართება.