23 აგვ 2026
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე აგვისტოს ომთან დაკავშირებით დავით საყვარელიძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც ანანიძე სოციალურ ქსელში წერს, ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე არ უფიქრიათ.
"რეალობას აცდენილები, რომ იყვნენ, ერთგვარი აღიარებაა. ომობანას თამაში ეგონათ ისე, რომ ხალხზე, ჯარისკაცებზე და ქვეყანაზე, პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, არ უფიქრიათ", - წერს ანანიძე.
დავით საყვარელიძემ განაცხადა: "2008 წლის აგვისტოს ომი საკმაოდ მძიმედ აისახა. წინა დღეს ხალხში იყო იმედი, რომ ტერიტორიული მთლიანობა შეიძლება რაღაც ფორმით აღვადგინოთ, მაგრამ მეორე დილას, როდესაც თავზე გადაგვიფრინა რუსულმა ბომბდამშენმა მივხვდი, რომ ეს არის ჩვენი რეალობა."