ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა

22 აგვ 2026

ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდული დელეგაცია იმყოფებოდა.

ტურისტულ-საგანმანათლებლო და კულტურულ-შემეცნებითი ვიზიტი მიზნად ისახავდა ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაძლიერებას, კულტურული კავშირების განმტკიცებას და ჩინელი ახალგაზრდებისთვის საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და ახალგაზრდული პოლიტიკის გაცნობას.

ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლეს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ალექსანდრე ქაჯაიამ და მისმა პირველმა მოადგილემ თორნიკე შუბითიძემ. 

მათ სტუმრებს სააგენტოს საქმიანობა და ახალგაზრდობის მიმართულებით განხორციელებული პროექტები გააცნეს.

ჩინელმა ახალგაზრდებმა დაათვალიერეს ისტორიული ღირსშესანიშნაობები, მუზეუმები და საგანმანათლებლო სივრცეები, ასევე, მონაწილეობა მიიღეს ქართული ტრადიციული კულტურის შემეცნებით მასტერკლასებში.

ვიზიტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ახალგაზრდობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.