ოპოზიციურ ალიანში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ ქართულ ოცნებაში

22 აგვ 2026

ოპოზიციურ ალიანში მიმდინარე დაპირისპირებას აფასებენ ქართულ ოცნებაში და აცხადებენ, რომ დაშლა გარდაუვალი იყო. დაპირისპირების მოლოდინი ოპოზიციის მხრიდან გაერთიანების მცდელობის ეტაპზეც ჰქონდათ.

პარლამენტის წევრის, თორნიკე ფაღავას განცხადებით პროცესები მათთვის სასიკეთოდ ვითარდება, რადგან ოპოზიციის დაპირისპირებით მათი ერთადერთი ინტერესი გამოიკვეთა და ძირითადად ფინანსური კეთილდღეობის მიღება სურთ.