22 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, ფილმი „ვაზომოტორული რინიტი“ Film Invasion Los Angeles-ის ფარგლებში იქნება ნაჩვენები

22 აგვ 2026

22 აგვისტოს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესში, ფილმი „ვაზომოტორული რინიტი“ Film Invasion Los Angeles-ის ფარგლებში იქნება ნაჩვენები. 2024 წელს გადაღებული ქართული ფილმი, პრემიერიდან დღემდე, მსოფლიოს ყველა კონტინენტზე არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზეა წარმოდგენილი. ფილმმა უკვე 200-ზე მეტ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა ნომინაციაში 70-ზე მეტი ჯილდო აქვს მოპოვებული.ლოს-ანჯელესში ფილმის ჩვენებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქართველი ემიგრანტებისთვისაც. სპეციალურად ღონისძიებაზე დასასწრებად, სხვადასხვა შტატიდან ქართველები გეგმავენ ჩასვლას.Film Invasion Los Angeles-ის 11-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ფესტივალზე საქართველოდან წარდგენილი ფილმი პირველად იქნება ნაჩვენები.„ვაზომოტორული რინიტის“ ლოს-ანჯელესის ჩვენება ქართული კინოსთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ნაბიჯია და შესაძლებლობაა, ქართული კინოს ნამუშევარი ამერიკელ და საერთაშორისო მაყურებელს კიდევ ერთხელ გაეცნოს.

„ვაზომოტორული რინიტი“ წელს ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფილმია  ეს არის ფილმი საქართველოდან, ჩვენი პირველი ფილმი საქართველოდან საერთოდ, და ის არის გენიალურად სასაცილო.

თუმცა მხოლოდ სასაცილო კი არა, ჭკვიანურიც, მიმზიდველიც და ულამაზესად გადაღებულიც. დიდი სიამოვნება იყო, რადგან როდესაც კინოფესტივალს უძღვები, ხვდები ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. კინოშემქმნელებს, ზოგადად, თავიანთი შემოქმედებითი ბუნების გამო, კარგი სული აქვთ.

ფილმის რეჟისორმა ელექტრონული ფოსტით მოგვწერა: „თუ თქვენს ფესტივალზე მოვხვდები, ძალიან შორიდან მომიწევს მგზავრობა და ხომ ვერ მეტყვით შანსები თუ მაქვს?“. ჩვენ წინასწარ არასდროს ვეუბნებით ხალხს, აქვთ თუ არა მოხვედრის შანსი, მაგრამ ფილმი უკვე ნანახი მქონდა და ვიცოდი, რომ ჩვენი ჟიურის ყველა წევრს შეუყვარდებოდა. ასე რომ, პირველად მოხდა, რომ ელექტრონულ წერილს ვუპასუხე და ვუთხარი: „დიახ, შეგიძლიათ ბილეთები დაჯავშნოთ, თქვენი ფილმი ბრწყინვალეა და ჩვენს ფესტივალზე იქნება“.

ძალიან გვიხარია, რომ ხვალ საღამოს მის ჩვენებას ვმართავთ. კიდევ ერთხელ გავმეორდები ეს ჩვენი პირველი ფილმია საქართველოდან და ჩემი პირადი ფავორიტია. ვფიქრობ, უბრალოდ ძალიან სასაცილო და ჭკვიანურია.

ჯეფ ჰოვარდი „Film Invasion Los Angeles“-ფესტივალის დამფუძნებელი