ბათუმის საკრებულოს სხდომა

21 აგვ 2026

ამ წუთებში ბათუმის საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 6 საკითხს განიხილავენ, ცვლილება შედის ბათუმის 2026 წლის ბიუჯეტში. ბიუჯეტის მოცულობა მილიონ 924 ათასი ლარით იზრდება. 

დადგენილების თანახმად, თანხა საგზაო ინფრასტრუქტურის, სატრანსპორტო სერვისების განვითარების, კეთილმოწყობის სამუშაოებზე უნდა გადანაწილდეს. ასევე იზრდება ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის პროგრამების დაფინანსება.

დღესვე დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ ბათუმის არქიტექტურისა და ურბანული განვითარების სამსახურის დებულება, ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კითხვები ჰქონდა ოპოზიციას.

ვაჟა დარჩიას განცხადებით, სამშენებლო ნებართვების დაჩქარებულად გასაცემად ახალი სამსახურის შექმნის ნაცვლად ქალაქში გენგეგმის დამტკიცებამდე სამშენებლო მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

სხდომის დაწყებამდე დეპუტატებმა განცხადებები გააკეთეს, რომელიც ძირითადად მიმდინარე ინფრასტრუქტურულ და ჯანდაცვის პროგრამებს ეხებოდა.