19 აგვ 2026
დღეს უკრაინის პარლამენტმა თავდაცვის ახალ მინისტრად ევგენი ხმარა დაამტკიცა. ზელენსკიმ ხმარას კანდიდატურა მას შემდეგ წარადგინა, რაც ივლისში მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გადააყენეს.
მას შემდეგ, რაც ზელენსკიმ უმაღლეს რადას ხმარას თავდაცვის მინისტრად დამტკიცება სთხოვა, ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა ვიდეომიმართვა თავის იუთუბ არხზე გამოაქვეყნა. ფედოროვი საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. მისივე თქმით, ომში მყოფი ქვეყანა მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას, რაც 2022 წლის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ყველაზე სერიოზული შიდა გამოწვევაა.
35 წლის ფედოროვმა კონკრეტული სახელების დასახელების გარეშე, გააკრიტიკა მაღალჩინოსანთა კორუფცია, რომელმაც, მისი თქმით, უკრაინის სამხედრო ძალისხმევა დააზარალა. უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს.