საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა

19 აგვ 2026

საქართველოს ტრანსპორტის სექტორმა 2026 წლის იანვარ-ივლისში რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა. ქვეყნის საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში, საქართველოს რკინიგზასა და სამოქალაქო ავიაციაში ტვირთბრუნვამ ბოლო ათწლეულის მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბის მზარდ როლს.

2026 წლის იანვარ-ივლისის შედეგები საქართველოს სატრანსპორტო სექტორის მზარდ დინამიკას ასახავს.

საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო მიმართულებებში დაფიქსირებული რეკორდული მაჩვენებლები აძლიერებს საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკურ შესაძლებლობებს და მყარ საფუძველს ქმნის ქვეყნის სატრანსპორტო პოტენციალისა და ეკონომიკური განვითარების შემდგომი ზრდისთვის.