შიო მესამე – ფერისცვალება უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მასთან ურთიერთობის გამოსწორებით, ვეცადოთ, არ ვთქვათ ადამიანზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით, ასე უფალიც შეგვეწევა

19 აგვ 2026

უფალი იესო ქრისტე ამ დედამიწაზე მოვიდა, რომ ყველამ ფერი ვიცვალოთ. ყველას, ვინც ეკლესიაში მოვედით ღმერთთან, უფალმა მოგვცა რწმენა, როგორც ჯილდო და არ მოუცია ჩვენი დამსახურებებისთვის ან რაიმე შრომისთვის. დაინახა ჩვენში ფერისცვალების შესაძლებლობა, რომ ამ რწმენის მეშვეობით შევცვლით ჩვენ ცხოვრებას, გარდაიქმნება ჩვენი სულიერი ცხოვრება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მისი თქმით, ღმერთისთვის მნიშვნელოვანია, ადამიანებში მოხდეს ფერისცვალება რწმენის შედეგად.