,,ფესვები საქართველოა“ - აჭარის მწერალთა სახლში თეატრალური ჩვენების პრეზენტაცია გაიმართა

19 აგვ 2026

,,ფესვები საქართველოა“ - ამ სახელწოდებით აჭარის მწერალთა სახლში თეატრალური ჩვენების პრეზენტაცია გაიმართა. ჩვენება "არ დავივიწყოთ ქართული" ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში მოეწყო. ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუსით მწერალი დავით თედორაძე და მსახიობი ლაშა გურგენიძე ესწრებოდნენ.

პროექტის იდეა ქართულ სიტყვას, ისტორიასა და კულტურას აერთიანებს,რომელიც ეროვნულ იდენტობას უწყობს ხელს. 2026 წლის თეატრალური ჩვენების პრემიერა ხულოს იუსუფ ზოიძის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში უნდა გაიმართოს.

პრემიერამდე სოციალურ საგანმანათლებლო ორგანიზაცია მომავლის პალიტრას აღნიშნული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები აქვს დაგეგმილი,რომლებიც ბავშვების განვითარებასა და მათი შემოქმედებითი უნარების წარმოჩენას შეუწყობს ხელს.