19 აგვ 2026
აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამების ცვლის საშუალება 20 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მოუწოდებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს, საკუთარ გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს და შესაბამისად შეადგინონ პროგრამების საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.
აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიოთ მათთვის სასურველი რაოდენობით საგანმანათლებლო პროგრამები.