19 აგვ 2026
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 4 მილიონ 670 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 21.6 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.
უწყების ინფორმაციით, ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ნავთობი და ნავთობპროდუქტები არის წარმოდგენილი, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 19.0 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზეა ძვირფასი ლითონის მადნები და კონცენტრატები.