ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი

19 აგვ 2026

აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრი დენის სალუქვაძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველ მოადგილესთან თამარ შარაშიძეთან ერთად, შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგის ფარგლებში ზღვის წყლის სინჯების აღების პროცესს დაესწრო.

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველთვიურად 14 წერტილში ახორციელებს.

კვლევებისას ისაზღვრება ჰიდრობიოლოგიური და ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიარომატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.  

აჭარის ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს ყოველ ათ დღეში ერთხელ ახორციელებს. 

ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ამ ეტაპზე ზღვის წყლის ხარისხი სანაპირო ზოლის შერჩეულ შვიდივე წერტილში დასაშვები ნორმების ფარგლებშია.