ირაკლი ღარიბაშვილის წერილი - პოლიტიკური შეფასებები

19 აგვ 2026

პოლიტიკური შეფასებების თემაა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციხიდან გავრცელებული მეორე წერილი. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულს შიდა დაპირისპირების გაგრძელებას უწოდებს. 

მმართველი გუნდის წევრები კი აცხადებენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული. ამბობენ, რომ ყოფილმა პრემიერმა კორუფციული დანაშაული აღიარა და სასჯელს იხდის. მათივე შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებები ერთმანეთთან ურთიერთგამომრიცხავია, რაც მის უკვე დაზიანებულ რეპუტაციას კიდევ უფრო აზიანებს. 

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.      

ღარიბაშვილის მტკიცებით, ერთი თვის წინ წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა.   

მანამდე, ერთი დღით ადრე, ექსპრემიერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.