19 აგვ 2026
დიდთოვლობაა ბოლივიის ანდების მაღალმთიანეთში. უხვმა ნალექმა და ყინვამ სატრანსპორტო მოძრაობა შეაფერხა. თოვლმა ხუთი დეპარტამენტი დაფარა. სატრანსპორტო კომპანიების განცხადებით, ხელისუფლებამ უღელტეხილები ჩაკეტა და ლა-პასიდან ჩრდილოეთის მიმართულებით ავტობუსების მიმოსვლა შეაჩერა. ათობით სატვირთო ავტომობილის მძღოლი ავტომაგისტრალზეა ჩარჩენილი.
ვითარება განსაკუთრებით კრიტიკულია პოტოსიში, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
რეგიონულმა ხელისუფლებამ სულ მცირე 400 დაზარალებული ოჯახისთვის გადაუდებელი დახმარების სახით საკვები გამოყო, თუმცა ჩაკეტილი გზები დასახლებებში დახმარების მიწოდებას აფერხებს.