ინდოეთში სასტუმროში ხანძარი გაჩნდა, არის მსხვერპლი

19 აგვ 2026

ინდოეთის ქალაქ კოლკატის ერთ-ერთ სასტუმროში გაჩენილ ხანძარს ცხრა ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ერთი ბავშვი.  ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა და მისი ლოკალიზება ერთ საათში მოხერხდა.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ დაღუპულთა შორის ბანგლადეშის მოქალაქეებიც არიან, რომლებიც კოლკატაში სამკურნალოდ იმყოფებოდნენ.

შემთხვევის ადგილიდან უსაფრთხოდ 30-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი, სავარაუდოდ, მოკლე ჩართვამ გამოიწვია.