19 აგვ 2026
სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემია “სახელმწიფო უსაფრთხოების” სამაგისტრო პროგრამაზე სტუდენტებს 2026 წელს მიიღებს. სწავლა უფასო იქნება.
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე, პრაქტიკულ სწავლებას. პროგრამის მიზანი, პროფესიონალი კადრების მომზადებაა.
ჩარიცხვა შეეძლება ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე, საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და აკადემიის მიერ განსაზღვრული შიდა გამოცდის საფუძველზე.