19 აგვ 2026
ირაკლი ღარიბაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია გადასული - ასე აფასებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრის ციხიდან გავრცელებულ წერილს.
მათივე შეფასებით, ღარიბაშვილის მიერ გავრცელებული განცხადებები ერთმანეთთან ურთიერთგამომრიცხავია, რაც მის უკვე დაზიანებულ რეპუტაციას კიდევ უფრო აზიანებს.
ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ შარშან დაწყებული ე.წ “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის” კამპანიის მთავარი მიზანი იყო მისი ციხეში ჩასმა და პოლიტიკურად განადგურება.
ღარიბაშვილის მტკიცებით, მან ივლისში მიიღო წერილი მამუკა მდინარაძისგან და იმის მიუხედავად, რომ პოლიტიკაში დაბრუნებაზე უარი თქვა, გუნდმა 1%-იანი რისკის გამო კორუფციული ბრალის აღიარება მოითხოვა.
მანამდე, ერთი დღით ადრე, ექსპრემიერმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას.