პოლიციის ახალი შენობები ქობულეთსა და ქედაში

19 აგვ 2026

ქობულეთსა და ქედაში შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის ახალი შენობები გახსნა. სულხან თამაზაშვილმა ახალი შენობები დაათვალიერა და სამართალდამცველებს გაესაუბრა.

უწყების ინფორმაციით, ახლად აშენებული შენობები უახლესი ინვენტარით არის აღჭურვილი, მოწყობილია დეტექტივებისა და გამომძიებლების სამუშაო სივრცეები, ნივთმტკიცების შესანახი, თანამშრომლებისთვის მოსასვენებელი და სასადილო ოთახები. შენობა ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს ახალი შენობა, 40-მდე თანამშრომელზე, ხოლო ხუცუბნის პოლიციის შენობა 24 სამართალდამცველზეა გათვლილი.