19 აგვ 2026
უკრაინის ყოფილი თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი საომარი მდგომარეობის პირობებში არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. მისივე თქმით, ომში მყოფი ქვეყანა მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას, რაც 2022 წლის შემდეგ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ყველაზე სერიოზული შიდა გამოწვევაა.
უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას კრძალავს. 35 წლის ფედოროვი ზელენსკის დიდი ხნის მოკავშირე იყო, სანამ ივლისში თავდაცვის მინისტრად დანიშვნიდან ექვს თვეში მოულოდნელად არ დაითხოვეს.
კონკრეტული სახელების დასახელების გარეშე, ფედოროვმა გააკრიტიკა მაღალჩინოსანთა კორუფცია, რომელმაც, უკრაინის სამხედრო ძალისხმევა დააზარალა.