ლავროვი დიდ ბრიტანეთს აფრთხილებს

19 აგვ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთს სრული უფლება აქვს, უკრაინის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე განხორციელებული დარტყმებისას ბრიტანული წარმოების შეიარაღების უშუალო გამოყენება ომში ბრიტანეთის მონაწილეობად შეაფასოს.

მინისტრმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გაზეთმა ,,თაიმსმა'' გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის სიღრმეში დარტყმებისთვის პირველად გამოიყენეს ბრიტანული დრონები.

ლონდონში რუსეთის საელჩომ ბრიტანეთი კიევისთვის დრონების მიწოდების გამო შესაბამისი შედეგების შესახებ გააფრთხილა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი „100%-ით“ დაუჭერს მხარს უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.